ლარი კვლავ გაუფასურდა - ვალუტის კურსი
სებმა ეროვნული ბანკის ახალი კურსი დაადგინა. 28 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.1052 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0892 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით -1.60 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.6663 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6409 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.54 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.3629 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 4.3091 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 29 ივლისიდან შევა ძალაში.