თეგებით ძიება

გიორგი ცუცქურიძის შეფასება ეკონომიკურ მაჩვენებელთან დაკავშირებით

ეკონომიკური ზრდის სარეკორდო ორნიშნა მაჩვენებელი ეკონომიკის გაჯანსაღებისა და სწრაფი ზრდის შეუქცევად ტენდენციაზე მიუთითებს, აღნიშნა ეკონომიკის ექსპერტმა, გიორგი ცუცქირიძემ.
„თუ გავითვალისწინებთ, რომ წინა გასული წლის ივნისში ეკონომიკის კლება 7.7 პროცენტი იყო, მიმდინარე წლის ივნისში დაფიქსირებული ეკონომიკური აქტივობის დონე 9 პროცენტზე მეტად აჭარბებს პანდემიამდე - 2019 წლის ივნისის მონაცემს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, 2021 წლის იანვარ-ივნისის კუმულატიური მაჩვენებელიც 6 პროცენტით აღემატება პანდემიამდე 2019 წლის იანვარ-ივნისის ეკონომიკური აქტივობის დონესაც კი. ივნისში, აპრილ-მაისის მსგავსად, ეკონომიკური გაჯანსაღების მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენდა საქონლით საგარეო ვაჭრობის და ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები,“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

ბატონი გიორგი ასევე აღნიშნავს, რომ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის ოპტიმალურად გათვლილმა სტრატეგიამ ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებას შეუწყო ხელი.

„გვახსოვს, როგორი ზეწოლა იყო პრემიერ ღარიბაშვილზე და მთავრობაზე ოპოზიციის თუ ცალკეული ბიზნესინტერეს ჯგუფების მხრიდან, როცა ეკონომიკის ერთიანად გახსნას ითხოვდნენ და ეკონომიკის ჩამოშლასთან ერთად, დაკარგული სამუშაო ადგილების და ბიზნესის გაკოტრების მრუმე პერსპექტივით აპელირებდნენ. რაც მთავარია, ტურისტულმა ინდუსტრიამ იმაზე სწრაფად დაიწყო აღდგენა, ვიდრე ნავარაუდევი იყო, რამაც მის მკვებავ დარგებზე სინერგიული ეფექტი იქონია. ისიც გვახსოვს, ოპონენტები ტურისტული ინდუსტრიის სტიმულირების პაკეტებს როგორ აპროტესტებდნენ, ფულის ჰაერში გადაყრად აფასებდნენ და ეკონომიკის ლამის მთლიან გადაწყობას მოითხოვდნენ. მთავრობის მიზანდასახულმა პოლიტიკამ შექმნა პოზიტიური მოლოდინები ბიზნესისთვისაც, რამაც მაღალ ზრდასთან ერთად, მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, ლარის კურსის გამყარებას და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას შეუწყო ხელი. დღეს, მიუხედავად კოვიდპანდემიის ახალი შემოტევისა, რასაც, ჩვენ გარდა, მთელ მსოფლიოში ვხედავთ, ამოცანა დგას არა ახალ „ლოქდაუნზე“, არამედ - ეკონომიკის მართვის შედარებით მოქნილ ფორმებზე, ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებით,“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა