თაღლითობა სპერმით - კანადელი ექიმ-რეპროდუქტოლოგი, რომელმაც 226 ქალი მოტყუებით გაანაყოფიერა, მსხვერპლებს $10 მილიონს გადაუხდის
კანადელი ექიმ-რეპროდუქტოლოგი, ნორმან ბარვინი, რომელმაც პაციენტების უნებართვოთ, ხელოვნური განაყოფიერებისას საკუთარი ან უცნობი დონორების სპერმა გამოიყენა, მსხვერპლებს 10.5 მილიონ აშშ დოლარს გადაუხდის.
საჩივარი ექიმ-რეპროდუქტოლოგზე 226-მა ადამიანიმა შეიტანა. აღსანიშნავია, რომ აქედან 17-ის ბიოლოგიური მამა სწორედ ნორმან ბარვინია. თითოეულ მსხვერპლს მედიკოსი 50 ათას დოლარს გადაუხდის.
ცნობისთვის, ეს პირველი სასამართლო გადაწყვეტილებაა მსგავს საქმეზე.
სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ფული იქნება გამოყოფილი სხვა ბავშვების დნმ-ის ანალიზისთვის, რათა მათ შეძლონ ბიოლოგიური მამების დადგენა.
1973-2012 წლებში ნორმან ბარვინის მკურნალობის შედეგად, ხელოვნური განაყოფიერებით 500-მა ქალმა იმშობიარა. ის ორ სხვადასხვა კლინიკაში მუშაობდა ოტავაში, შტატ ონტარიოში. მკურნალობის პროცესში პაციენტებსს ეგონათ, რომ ქალის პარტნიორის სპერმა იქნებოდა გამოყენებული, თუმცა ხელოვნური განაყოფიერებისას ნორმან ბარვინმა საკუთარი ან უცნობი დონორი კაცების სპერმა გამოიყენა.
ექიმ-რეპროდუქტოლოგის საქმე მას შემდეგ გაიხსნა, რაც 31 წლის რებეკა დიკსონს ისეთი დაავადება გამოუვლინდა, რომელიც მისი ოჯახის წევრებისთვის დამახასიათებელი არ იყო. ამ დაავადების აღმოჩენის შემდეგ გაიგო მან, რომ ნორმან ბარვინის ბიოლოგიური შვილია. რებეკა დიკსონმა და მისმა ოჯახმა ექიმი ნორმან ბარვინის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარი 2016 წელს შეიტანა.
ამჟამად ექიმი ბარვინი 80 წლის არის, 2019 წელს მას ამ საქმიანბის გამო, ექიმის ლიცენზია ჩამოართვეს.
bbc.com