თეგებით ძიება

მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის ფასები დაახლოებით 1%-ით შემცირდა

rent-ის ტიპის ნავთობის ოქტომბრის ფიუჩერსების ფასი 1,03%-ით დაეცა და ბარელზე 74,63 აშშ დოლარს შეადგენს.

WTI-ის სექტემბრის ფიუჩერსების ღირებულება 0.91%-ით შემცირდა და ბარელზე 73.28 აშშ დოლარად ბარდება.

ნავთობზე ფასების ვარდნა მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ტალღითა და ინდური შტამის გავრცელებით არის განპირობებული.

მძიმეა ვითარება ჩინეთშიც, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეორე ნავთობის მომხმარებელია.

OPEC+-ის ქვეყნებმა ნავთობის მოპოვების საკითხზე კომპრომისს მიაღწიეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აგვისტოდან ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში 400 ათასი ბარელით გაიზრდება. შესაბამისად, კრიზისამდელ მდგომარეობას ქვეყნები 2022 წლის ბოლოს მიაღწევენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა