თეგებით ძიება

"ლარი არსებითად არის გამყარებული, დღეს თავისი სტაბილური დინამიკით გვახარებს" - ეკონომიკის მინისტრი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, მედიკამენტების ფასების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, რომ საკითხი შეისწავლოს და მოსახლეობისთვის სასიკეთო ცვლილება დაიწყოს.

„აბსოლუტურად გვესმის მოსახლეობის უკმაყოფილება, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, უსაფუძვლო გაძვირებითაა გამოწვეული. თქვენ ხედავთ, რომ ჩვენი ეროვნული ვალუტა, რომლის გაუფასურებაც, თავის დროზე, შეიძლება, ყოფილიყო იმპორტული საქონლის გაძვირების საფუძველი, დღეს თავისი სტაბილური დინამიკით გვახარებს. ლარი არსებითად არის გამყარებული. ამიტომ, ამ მიზეზს მედიკამენტების იმპორტიორები ვერ გამოიყენებენ. გავერკვევით, რაშია საქმე და საკითხი ისე გადაწყდება, როგორც ჩვენს მოსახლეობას სჭირდება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა