თეგებით ძიება

რომელი პროდუქტები გაიაფდა ივლისში?

საქართელოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ქვეყანაში ივლისის ინფლაციის მაჩვენებელი გამოაქვეყნა.
2021 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.9 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.4 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი კი 6.3 პროცენტით განისაზღვრა.

ივლისის თვეში სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ფასების უმეტესობა გაიზარდა. თუმცა, ამის მიუხედავად, კლება აღინიშნება ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფში, სადაც ფასებმა -2.2%-ით იკლო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა