ივლისში ყველაზე მეტად ზეთი გაძვირდა
ივლისში წლიურმა ინფლაციამ 11.9 პროცენტი შეადგინა, - წერია სტაქტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ივლისში წლიურ ჭრილში სასურსათო პროდუქტებიდან ყველაზე მეტად – 48.0 პროცენტით ზეთისა და ცხიმის ფასი გაიზარდა.
35.4 პროცენტით გაძვირდა ბოსტნეული და ბაღჩეული, 18.1 პროცენტით არის ფასები მომატებული ტკბილეულზე. ხოლო რძე, ყველი და კვერცხი 15.4 პროცენტით გაძვირდა.
პურსა და პურპროდუქტების ფასებმა 12.4 პროცენტით მოიმატა, ხოლო თევზეულზე – 11.5 პროცენტით. 5.3 პროცენტითაა გაძვირებული ხორცი და ხორცპროდუქტები.
მაისში წლიური ინფლაცია 7.7 პროცენტი იყო, ივნისში 9.9 პროცენტამდე გაიზარდა. ივლისში კი, წლიურმა ინფლაციამ ქვეყანაში 11.9 პროცენტი შეადგინა.