ბოსტნეული და ბაღჩეული გაძვირდა
საქართველოში ბოსტნეული როგორც თვიურ, ისე წლიურ ჭრილში გაძვირებულია. ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მიერ დღეს განახლებულ ინფლაციის მიმოხილვაში.
წლიურად ბოსტნეულ-ბაღჩეული გაძვირებულია 35.4%-ით, ხოლო, ივნისთან შედარებით, ივლისში 6.5 პროცენტით ბოსტნეულის ფასი გაიზარდა.
ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (48%), ბოსტნეული და ბაღჩეული (35.4%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (18.1%), რძე, ყველი და კვერცხი (15.4%), პური და პურპროდუქტები (12.4%), თევზეული (11.5%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (5.3 პროცენტი).
საქართელოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ქვეყანაში ივლისის ინფლაციის მაჩვენებელი გამოაქვეყნა. 2021 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.9 პროცენტი შეადგინა.