თეგებით ძიება

პრეზიდენტი - არ ვფიქრობ, რომ დღეს გლოვის დღე უნდა იყოს, რადგან ეს არის ჩვენი მომავლის, იმედის დღე, რომელიც არასდროს არ უნდა დავკარგოთ

არ ვფიქრობ, რომ დღეს გლოვის დღე უნდა იყოს, როგორც არ ვთვლი, რომ 9 აპრილი გლოვის დღე უნდა იყოს, რადგან ეს არის ჩვენი მომავლის, იმედის დღე, რომელიც არასდროს არ უნდა დავკარგოთ, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წლის გასვლას.

„დღევანდელ დღეს აქ ვართ მოსული, რომ პატივი ვცეთ იმ დაღუპულ გმირებს, ვინც თავი დასდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. ისინი შედიან იმ ძალიან დიდი ქართველების რიგებში, რომლებიც საქართელოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაიღუპნენ. არ ვფიქრობ, რომ დღეს გლოვის დღე უნდა იყოს, როგორც არ ვთვლი, რომ 9 აპრილი გლოვის დღე უნდა იყოს, რადგან ეს არის ჩვენი მომავლის, იმედის დღე, რომელიც არასდროს არ უნდა დავკარგოთ. მახსენდება წლების მანძილზე, ძალიან ბევრს როგორ გვჯეროდა საქართველოს მომავალი დამოუკიდებლობის, როცა საბჭოთა კავშირი არსებობდა და ყველა ამბობდა, რომ ეს შეუძლებელი იყო. დღესაც იგივეა, შეიძლება ვერ ვხედავდეთ ზუსტად კონკრეტულ გზას, რომელიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე მიგვიყვანს, მაგრამ ჩვენ რომ ამას დღეს ვერ ვხედავთ დაზუსტებით, არ ნიშნავს იმას, რომ ეს გზა ჩვენს წინ არ არის, ამ გზის უნდა გვჯეროდეს და ეს დღე სწორედ ამ გზის დაჯერების დღეა. ჩვენი მხარდამჭერები არიან ძალიან ბევრი, საერტაშორისო თანმეგობრობამ გამოთქვა თავისი მხარდაჭერა, რაც ასეთი მტკიცე არ ყოფილა. რამდენიმე დღეში იქნება დიდგორის გახსენება, ესეც არის საქართველოს ისტორია, როლემლიც გამარჯებისა და დამარცხებებისგან შედგება, მაგრამ წინ მიდის. ეს ქვეყანა ამით არ ასრულდება. ჩვენ ყველანი ვნახავთ საქართველოს გამთლიანებას. მინდა ეს დღე იყოს სწორედ იმ გმირების დღე, რომელთა თავდადება იმედისთვის თავდადება იყო“, - განაცხადა ზურაბიშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც მან მთავრობის წევრებთან ერთად აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს 5-დღიანი ომის დაწყებიდან დღეს 13 წელი შესრულდა. 2008 წელს რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა. რუსული აგრესიის შედეგად 412 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 169 ჯარისკაცი. დაიჭრა 1747 პირი.
იძულებით გადაადგილება კი 130 000 ადამიანს მოუწია. რუსული ინტერვენციის გამო განადგურდა 35 000 საცხოვრებელი სახლი, მიწასთან გასწორდა 53 სოფელი. რუსეთის მხრიდან მოხდა 5 ხეობისა და 125 სოფლის ოკუპაცია.

ცეცხლის შეწყვეტიდან მალევე, კრემლმა საქართველოს ტერიტორიები - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოაცხადა და განახორციელა მათი ოკუპაცია. საქრთველოს ამ ტერიტორიებს რუსეთი დღემდე აკონტროლებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა