თეგებით ძიება
08. 08. 2021 სპორტი

საქართველომ ტოკიოს ოლიმპიადა 33-ე საფეხურზე დაასრულა

ტოკიოს XXXII ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ დაიხურა. საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა ტოკიოს თამაშები 2 ოქროს, 5 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით და მედლების ჩათვლაში 33-ე საფეხურზე დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით ყველაზე მეტი სწორედ ტოკიოში მედალი მოვიპოვეთ.

ტოკიოს ოლიმპიურ სარბიელზე 206 ქვეყნის 11 ათასზე მეტმა ოლიმპიელმა მედლების 339 კომპლექტი სპორტის 33 სახეობის 50 დისციპლინაში გაითამაშეს.

ოლიმპიური თამაშების გასაღები პარიზმა ჩაიბარა, რომელიც სამ წელიწადში - 2024 წელს XXXIII ოლიმპიურ თამაშებს მიიღებს.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა