ინდოეთში ძლიერ სიცხეს 18 ადამიანი ემსხვერპლა
ინდოეთში ძლიერ სიცხეს სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანაში ტემპერატურა 50 გრადუსს გადასცდა. ამის შესახებ The Independent იუწყება.
17 ადამიანი ქვეყნის აღმოსავლეთ შტატებში დაიღუპნენ, ხოლო ერთი - დელიში. Air India-ს ავიარეისი, რომელიც სან-ფრანცისკოში უნდა გაფრენილიყო, 20 საათით გადაიდო, რადგანაც სიცხის გამო რამდენიმე მგზავრმა გონება დაკარგა. მგზავრები წერენ, რომ თვითმფრინავში კონდიციონერი არ მუშაობდა.
ადამიანების გარდაცვალების მიზეზად ექიმები სითბურ დარტყმას ასახლებენ.
დაღუპულთა შორის 8 ადამიანი საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი იყო. ინდოეთში ამჟამად საპარლამენტო არჩევნები ტარდება.
დელის შემოგარენში 52,9 გრადუსი დაფიქსირდა. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, ეს ინდოეთის ისტორიაში ტემპერატურის აბსოლუტური რეკორდი იქნება.