თეგებით ძიება
09. 08. 2021 COVID - 19

პრეზიდენტი ღინისძიებებს აუქმებს - რა განცხადებას ავრცელებს სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ გაუარესებული ეპიდვითარების გამო, სალომე ზურაბიშვილი ღონისძიებებს აუქმებს.

"გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საქართველოს პრეზიდენტი მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს და აუქმებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაგეგმილ ყველა მასშტაბურ შეხვედრას. ასევე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ქართველი ოლიმპიელების მიღება აღარ გაიმართება.

პრეზიდენტი მოუწოდებს ყველას - გაუფრთხილდნენ ერთმანეთს, დაიცვან კოვიდრეგულაციები, ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციები და ჩაიტარონ ვაქცინაცია!", - ნათქვამია განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა