“ვერ არის კარგად საქმე ჩინეთში” – გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ბევრი ეკითხება ჩინეთში არსებული ეპიდსიტუაციის შესახებ.
“ამ ბოლო დროს ბევრი მწერს – “ჩინეთში რა ხდება”. “არგუმენტებსაც” აყოლებენ, არ ჩამოვთლი.
პასუხი – ვერ არის კარგად საქმე ჩინეთში… იხილეთ ქვემოთ რუკა, თუ სად გავრცელდა კოვიდის დელტა ვარიანტი (ხუმრობით: ჯერ ჩინეთმა შეუტია ინდოეთს, ახლა ინდოეთმა – ჩინეთს, გამგები გაიგებს).
გამოიყენეთ ფხაკაძის პირბადე + დაიცავით დისტანცია; სჯობს, სახლში დარჩეთ) +დარეგისტრირდით ფაიზერის ვაქცინაზე. ჯანმრთელობას გისურვებთ”, – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.