ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 5 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 54 ადამიანი, ხოლო 2713 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 455846-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 6182 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 406475 პირი.