თეგებით ძიება
10. 08. 2021 COVID - 19

"კოვიდმა მეგობრის მეუღლე, არაჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცი წაგვართვა" - დაჩი გრძელიშვილი

ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი სოციალრ ქსელში წერს, რომ კორონავირუსით მისი მეგობრის მეუღლე, ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა, რომელიც ვაქცინირებული არ იყო.

"გუშინდელს აქეთ შეძრული და გამწარებული ვარ - კოვიდმა მეგობრის მეუღლე, არაჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცი წაგვართვა... მივმართავ ყველა ჩემს ნაცნობს - ვინც ამ თუ იმ მიზეზის გამო ფეხს ითრევს ვაქცინაციაზე. ორი, ძალიან კონკრეტული მაგალითი მაქვს, აცრასთან დაკავშირებით. სახელებს არ დავწერ, მაგრამ მენდეთ - ჩემს მეგობრებზე ვსაუბრობ და რეალური ადამიანები არიან. ერთ შემთხვევაში კოვიდით გარდაიცვალა სრულიად ჯანმრთელი და ახალგაზრდა კაცი - ჩვენი მეგობრის მეუღლე, რომელსაც დარჩა შვილები და უამრავი კარგი საქმე, რომელიც წესით ღრმა სიბერემდე უნდა ეკეთებინა. ის არ იყო აცრილი.

მეორე შემთხვევა - ასევე ჩემი, მეორე მეგობრის ოჯახს ეხება - დედა, დედამთილი და მამათილი, 80 წელს გადაცილებული ხალხი, ქრონიკული დაავადებების ბუკეტით. მაგრამ ორჯერ აცრილები - სახლის პირობებში ასრულებენ კოვიდს. უსიმპტომოდ, მხოლოდ ალაგ-ალაგ დაბალი სიცხით.

ნუ გადადებთ ხალხო ნურაფრის მიზეზით სიკვდილისგან თავის დაცვას - წადით, აიცერით. მნიშვნელობა არ აქვს რომელი ვაქცინით - აიცერით!

მივმართავ ჩემს აცრილ სამეგობროსაც. - ჩვენ უნიათო და უპასუხისმგებლო მთავრობა გვყავს, რომელსაც სააგიტაციო კამპანია ჯერაც არ დაუწყია. ამიტომ ჩვენს ახლობლებზე ჩვენვე უნდა ვიზრუნოთ - ველაპარაკოთ, მოვიწოდოთ, დავაჯეროთ, რომ არ ღირს ჯერ სიკვდილი" - წერს ჟურნალისტი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა