"პირველი ტალღიდან, ჩვენ ყოველთვის გვქონდა ხოლმე კამათი იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ტიპის რეგულაცია არის უფრო ეფექტური" - ეკატერინე ტიკარაძე (VIDEO)
ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე საუბრობს, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რეგულაციების დაწესებისას.
„მე ვიტყვი შემდეგს ნებისმიერი რეგულაცია არის მნიშვნელოვანი, მაგრამ რეგულაციების დაწესების მიღმა ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემთვის როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლისთვის, არის ამ რეგულაციების ხარისხობრივად აღსრულება, თუ ეს რეგულაციები ხარისხობრივად აღსრულდება, მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ შევაკავოთ ინფექცია“,- განაცხადა მინისტრმა.