"აცრა უნდა ჩავიტაროთ, მეგობრებო ყველამ" - ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს, ამ თემაზე მან მარნეულში "ოცნების" მეორების კანდიდატის წარდგენის დროს ისაუბრა.
"ამ პანდემიის პირობებში გვიწევს ჩვენ კამპანიის ჩატარება, ჩვენ მაქსიმალურად მობილიზებულად უნდა ჩავატაროთ ეს არჩევნები. პირბადეებით უნდა ჩავატაროთ ეს კამპანია და ასევე, აცრები, აცრები, აცრები! აცრა უნდა ჩავიტაროთ, მეგობრებო ყველამ. იმიტომ, რომ აცრა გვიცავს. იცავს ჩვენს მეგობრებს, ახლობლებს, მშობლებს, იცავს სიკვდილისგან ეს კარგად უნდა გვიგოთ და გავითვალისწინოთ.
მთავრობამ ყველაფერი გააკეთა 3 მილიონზე მეტი დოზა ჩამოიტანა ადგილზე. ეს ვაქცინები ხელმისაწვდომია და გვაქვს ჩვენ, ახლა მთვარია ძალიან მარტივი აცრა ჩავიტანოთ ყველამ და ნუ შეგვეშინდება, არანაირი რისკი ამას არ ახლავს თან",- ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.