თეგებით ძიება
10. 08. 2021 COVID - 19

"დაფრიალებენ შავი პარკები, კივიან აპარატები, ყველას სუნთქვა უნდა... რას არ მივცემდით ახლა აცრილები რომ ვიყოთ" - კოვიდინფიცირებული ქალის სულისშემძვრელი პოსტი კლინიკიდან

სა­ა­ვი­ა­ციო ასო­ცი­ა­ცია "ავი­ა­კო­მუ­ნი­კა­ტო­რის" პრე­ზი­დენ­ტი, თა­მუ­ნა თან­დაშ­ვილი კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და კლი­ნი­კა­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას აღ­წერს:


"დაფრიალებენ შავი პარკები, კივიან აპარატები, ყველას სუნთქვა უნდა... რას არ მივცემდით ახლა აცრილები რომ ვიყოთ" - კოვიდინფიცირებული ქალის სულისშემძვრელი პოსტი კლინიკიდან
სა­ა­ვი­ა­ციო ასო­ცი­ა­ცია "ავი­ა­კო­მუ­ნი­კა­ტო­რის" პრე­ზი­დენ­ტი, თა­მუ­ნა თან­დაშ­ვილი კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. ბოლო ერთი წლის მან­ძილ­ზე მას უკვე მე­ო­რედ შეხ­ვდა ვირუ­სი. ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და კლი­ნი­კა­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას აღ­წერს.

"20 დღეა კო­რო­ნას ვებ­რძვი, მე­ო­რე შტამს, უფრო ვე­რაგ­სა და სა­შიშს, ვიდ­რე პირ­ვე­ლი იყო.

ისევ რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში ვარ, დაფ­რი­ა­ლე­ბენ შავი პარ­კე­ბი, რე­ა­ნი­მა­ცი­ებ­ში კი­ვი­ან აპა­რა­ტე­ბი, ყვე­ლას სუნ­თქვა უნდა, მაგ­რამ ული­მი­ტო არ არის ად­გი­ლე­ბი.

სი­ცო­ცხლეც რა ცოტა ყო­ფი­ლა, 37 წლის მე, 65 წლის ვულ­კა­ნი ქალი ინე­ზა და სა­სუ­ლი­ე­რო პირი - მა­მაო. ერ­თად ვცდი­ლობთ გა­დარ­ჩე­ნას.

ვინ რა იცის ვინ ვიზე კე­თი­ლი, ლაღი, მკაც­რი თუ თა­ვი­სე­ბუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ, რა გაგ­ვი­კე­თე­ბია, ან რა უნდა გა­ვა­კე­თოთ, სა­მი­ვეს გვინ­და სი­ცო­ცო­ცხლე ძა­ლი­ან და რას არ მივ­ცემ­დით ახლა აც­რი­ლე­ბი რომ ვი­ყოთ!

სა­მი­ვე ვიბ­რძვით და­უნ­დობ­ლად, ექი­მე­ბის ხელ­ში ვართ, გუ­ლი­კო ქი­ლიფ­თა­რი მთე­ლი თა­ვი­სი გუნ­დით სიკ­ვდი­ლის და­რა­ჯია, კლან­ჭე­ბით უჭი­რავს ჩვენ­ნა­ი­რი მშიშ­რე­ბი.

აც­რი­ლე­ბი რო ვი­ყოთ, ესე მძი­მედ არ ვიქ­ნე­ბო­დით. ინე­ზა მღე­რის, შვი­ლიშ­ვი­ლი ელო­დე­ბა, არ დათ­მობს არა­ფერს. ესე­თი სევ­დი­ა­ნი და ოპ­ტი­მის­ტუ­რი მე­ლო­დია აჩუ­მებს აგუ­გუ­ნე­ბულ აპა­რა­ტებს.

არ მო­გი­წო­დებთ, გთხოვთ რომ აიც­რათ და აქ არ მოხ­ვდეთ", - წერს თა­მუ­ნა თან­დაშ­ვი­ლი.





თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა