თეგებით ძიება

სალომე ზურაბიშვილი აუქმებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაგეგმილ ყველა მასშტაბურ შეხვედრას

ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით მიღებული გადაწყვეტილება გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარებას უკავშირდება.

„გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საქართველოს პრეზიდენტი მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს და აუქმებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაგეგმილ ყველა მასშტაბურ შეხვედრას.

ასევე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ქართველი ოლიმპიელების მიღება აღარ გაიმართება.

პრეზიდენტი მოუწოდებს ყველას – გაუფრთხილდნენ ერთმანეთს, დაიცვან კოვიდრეგულაციები, ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციები და ჩაიტარონ ვაქცინაცია!” – წერია განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა