უმძიმესი კადრები ბოქსირებული განყოფილებიდან
ახალშობილები, ახალგაზრდები და ხანდაზმულები – ასაკს მნიშვნელობა აღარ აქვს, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ყველა კატეგორიის ინფიცირებული წევს და მათი სიცოცხლის გადასარჩენად ექიმები 24 საათის განმავლობაში იბრძვიან.
“რუსთავი 2-ის” ჟურნალისტი დავით კაკულია თავად იმყოფებოდა ბოქსირებულ განყოფილებაში, სადაც არიან ახალშობილებიც. ის ახლა გაჩვენებთ იმ მძიმე სურათს, რომელსაც ყოველდღე უყურებენ ექიმები. მედიკოსების ერთადერთი თხოვნა აცრაა.
„კოვიდი არის ჯოჯოხეთი, აიცერით! არავის ვურჩევ იმის ნახვას, რაც დღეს ვიხილე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ ბავშვების მშობლები მათ შორის ორსულობის დროს რომ აცრილიყვნენ, ეს პატარები აქ არ მოხვდებოდნენ”,- წერს დათო კაკულია სოციალურ ქსელში და კოვიდპალატებში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.