კორონავირუსით 28 წლის ორსული გარდაიცვალა
ქუთაისში კორონავირუსით ორსული გარდაიცვალა. 28 წლის ქალის მდგომარეობა მძიმე იყო და ის კლინიკა ბომონდის კოვიდცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.
პაციენტს ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა, ის 28-29 კვირის ორსული იყო.
ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.