"ჯი პი აი"-ში დაზღვეულ პირს, რომელიც კოვიდინფიცირებულის კონტაქტია, სადაზღვევო კომპანია PCR ტესტს არ უფინანსებს
პირს, რომელის სადაზღვევო კომპანია "ჯი პი აი"-შია დაზღვეული, PCR ტესტს არ უფინანსებენ.
როგორც მოქალაქემ TIA.GE-სთან საუბარში განაცხადა, ის კოვიდინფიცირებულის კონტაქტია.
მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ ის იმყოფებოდა ოჯახის ექიმთან და სწრაფი ტესტიც გაიკეთა. როგორც ექიმმა განუმარტა, მას 72 საათის განმავლობაში დაუკავშირდებოდნენ, თუმცა მასთან კონტაქტზე არავინ გამოსულა, ხოლო სადაზღვევო კომპანიში ჩამოყალიბებულ პასუხს არ სცემენ.