თეგებით ძიება
10. 08. 2021 COVID - 19

თუ ვერ ახერხებთ ვაქცინებზე დარეგისტრირებას, დაგეხმარებით - ომბუდსმენი

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია საქართველოში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, დახმარებას სთავაზობს მათ, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე დარეგისტრირება სურთ.

"საქართველოში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და აცრის სასიცოცხლო მნიშვნელობის გათვალისწინებით, მოქალაქეების დასახმარებლად და ვაქცინაციის პროცესის ხელშესაწყობად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მზად არის დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის პროცესში დაეხმაროს.

თუ თქვენ ვერ ახერხებთ დამოუკიდებლად ვაქცინებზე დარეგისტრირებას ჩვენი აპარატის თანამშრომლები მზად არიან აღნიშნულში დაგეხმაროთ!

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას აცრისკენ საკუთარი და სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად!", - ნათქვამია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 5 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 54 ადამიანი, ხოლო 2713 პირი გამოჯანმრთელდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა