თეგებით ძიება
10. 08. 2021 COVID - 19

"არავინ მოგცემთ უფლებას, კაცობრიობის არსებობას საფრთხე შეუქმნათ! მოვეგოთ გონს!" - დავით გადელია

ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ აცრა, პირბადე და დისტანცია სამედიცინო კატასტროფას აგვაშორებს.

"ძალიან მოკლედ, მთავარ საკითხზე. ვამბობ, რაც მოხდება მთელს მსოფლიოში და არ გეგონოთ, ჩვენს ქვეყანაში ისტერიულ- უგუნურად მომკივან ვინმე კონკრეტულ პირს ვამუნათებდე:

აცრა, პირბადე და დისტანცია(ამაში შედის არათავშეყრაც), აგვაშორებს როგორც სამედიცინო კატასტროფას, უმძიმესი შედეგებით, ასევე ლოქდაუნს და ეკონომიკის დაცემას!

ვინც ამ ტრიადის მოწინააღმდეგენი ხართ, სწორედ ისინი გვევლინებით ეკონომიკის მტრებად; სწორედ თქვენი სიჯიუტის და თავქარიანობის გამო შესაძლებელია იძულებული გახდეს ქვეყანა, შემდგომში უფრო მკაცრ შეზღუდვებზე გადავიდეს. კაცობრიობის უდიდესი ნაწილი იბრძვის უხილავი მტრის წინააღმდეგ და თუ ძალიან გაჭირდა, ისე მოიქცევა, როგორც ომში იქცევიან! არავინ მოგცემთ უფლებას, კაცობრიობის არსებობას საფრთხე შეუქმნათ! თუ ძალიან გაჭირდა, დემოკრატია უკანა პლანზე გადაიწევს და თავის გადასარჩენად, მსოფლიო მკაცრ ღონისძიებებზე გადავა. ეს ყველგან მოხდება- იმ რიგითობით, სად რა მდგომარეობაა! ჩვენ ახლა ძალიან ცუდ დღეში ვართ და მოვეგოთ გონს! გავაკეთოთ რასაც ჩვენზე მცოდნენი, აკადემიური განათლების მქონენი გვირჩევენ და მივენდოთ უფალს!", - წერს გადელია ფეისბუქზე.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 5 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 54 ადამიანი, ხოლო 2713 პირი გამოჯანმრთელდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა