თეგებით ძიება
11. 08. 2021 COVID - 19

ქორწილების გამართვის გამო, ბათუმში 10 ობიექტი დაჯარიმდა

შრომის ინსპექციის სამსახურმა, სხვა ზედამხედველ უწყებებთან ერთად კოორდინირებული მუშაობის შედეგად, აჭარის რეგიონში აკრძალული საქმიანობის ფაქტები გამოავლინა, - ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექციის სამსახური ავრცელებს.

„დღის განმავლობაში, დაჯარიმდა 10 ფიზიკური და იურიდიული პირი. მათგან 2-ს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა. აკრძალული საქმიანობის გამოვლენის პროცესში, შრომის ინსპექციასთან ერთად შსს-ს კრიმინალური და საპატრულო პოლიცია, შემოსავლების, სურსათის უვნებლობის და ადგილობრივი მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურები არიან ჩართულები. შეზღუდვებზე კონტროლის გამკაცრების საპასუხოდ, ჯგუფები დაწესებული შეზღუდვების აღსრულებას მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფენ. ოპერირება ყველა რეგიონულ ცენტრში ხორციელდება“ - აღნიშნავენ ინსპექციაში.

შრომის ინსპექციის სამსახურის ინფორმაციით, შესაბამისი დადგენილებით, აკრძალული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში ფიზიკური პირი 2 000 ლარით ჯარიმდება, იურიდიული პირისთვის კი ჯარიმა 10 000 ლარია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა