სამი ყველაზე გავრცელებული ტყუილი ვაქცინის შესახებ
გავლენიანი გამოცემა BBC უშვილობასთან, მუცლის მოშლასთა და იმპლანტებთან დაკავშირდებით აქამდე გავრცელებულ ყალბ ინფორმაციების საპასუხოდ რეალურ მეცნიერულ დასკვნებს ასაჯაროებს:
ექიმები უკიდურეს სიფრთხილეს ორსულებისთვის რეკომენდაციების გაცემისას იჩენენ. ვირუსის გავრცელებისას, პირველადი რჩევა იყო, თავიდან აეცილებინათ ინექცია, თუმცა ახლა, უსაფრთხოების უამრავი მონაცემი დაგროვდა და ამიტომ, ეს რჩევა შეიცვალა და ვაქცინაცია აქტიურად წახალისებულია ყველასთვის, მათ შორის – ორსულებისთვის, რადგან ფეხმძიმეებს საფრთხეს არა ვაქცინა, არამედ – Covid–ით ინფიცირება უქმნის.
ჩვენ განვიხილეთ ზოგიერთი ყალბი ინფორმაცია, რომელიც ფართოდ ვრცელდება – რატომ არის მცდარი?
“კვლევამ აჩვენა, რომ საკვერცხეებში ვაქცინა აკუმულირდება” – ეს ყალბი ინფორმაციაა. ეს თეორია მოდის იაპონური კვლევის არასწორი ინტერპრეტაციით და ანალიზით. ასევე, კვლევა მოხდა არა ადამიანებზე, არამედ – ვირთხებზე და ვაქცინის გაცილებით მაღალი დოზირებით, ვიდრე ადამიანებში კეთდება (1,333 -ჯერ მეტი).
“მთლიანი დოზის მხოლოდ 0.1% აღმოჩნდა ცხოველების საკვერცხეებში, ინექციიდან 48 საათის შემდეგ.” – ეს მცდარია. რეალურად ვაქცინა ცხიმის ბუშტის გამოყენების გზით გადადის ორგანიზმში, რომელიც ვირუსის გენეტიკურ მასალას მოიცავს და ორგანიზმის იმუნურ სისტემაში ჯდება.
რეალურად კი ის, ვინც ეს განცხადება გაასაჯაროვა, რეალურად მიუთითებდა საკვერცხეებში ცხიმის კონცენტრაციაზე.
საკვერცხეებში ცხიმის დონე ვაქცინაციის შემდეგ 48 საათის განმავლობაში გაიზარდა, რადგან ვაქცინის მასალა სხეულში ინექციის ადგილიდან გადავიდა. რაც მთავარია, არ იყო არანაირი მტკიცებულება, რომ საკვერცხეებში კვლავ აღინიშნებოდა ვირუსის გენეტიკური მასალა.
მათ ასევე განაცხადეს, რომ ამ კვლევამ “გაჟონა”, თუმცა ის რეალურად საჯარო იყო, მათ შორის – ხელმისაწვდომია ინტერნეტ სივრცეში.
“დაკვირვების მონაცემების მიხედვით, ვაქცინა მუცლის მოშლას იწვევს.” – ეს ყალბი ინფორმაციაა. სამწუხაროდ, ორსულობის შეწყვეტა ხშირად ხდება, მაგრამ არა ვაქცინაციის გამო.
რეალურად, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ვაქცინირებულთა შორის მუცლის მოშლის მაჩვენებელი შეესაბამება ვაქცინაციის გარეშე არსებულ სტატისტიკას – პოტენციურ მაჩვენებელს – 12.5%-ს. რაც იმას ნიშნავს, რომ ვაქცინის მავნე ზემოქმედება ორსულებში არ ფიქსირდება.
ნამდვილი ისტორიები, ყალბი ცნობები პერიოდებისა და ვაქცინის შესახებ
“მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდებოდა მუცლის მოშლის მომატებული მაჩვენებელი, ვიდრე ეს არავაქცინირებულ ქალებში გვხვდება, ეს მონაცემები რა თქმა უნდა, კვლევის საგანი გახდებოდა, მაგრამ ორსულებში ორსულობის შეწყვეტის მაჩვენებელი არ შეცვლილა. Covid-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ნაკლებად უსაფრთხოა, ამიტომ მოსახლეობის უპრეცედენტო ნაწილი ვაქცინირდება.” – ამბობს ლონდონის საიმერატორო კოლეჯის რეპროდუქციული იმუნოლოგი, დოქტორი ვიქტორია მამა.
“ვაქცინამ შეიძლება პლაცენტას დარტყმა მიაყენოს” – ეს ყალბი ინფორმაციაა და არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.
მკვლევარი მაიკლ იადონი ირწმუნებოდა, რომ კორონავირუსის ცილოვანი მასა, რომელსაც Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინები შეიცავენ, syncytin-1-ი ცილის მსგავსია, რომელიც პლაცენტის ფორმირებას ახდენს. მან ივარაუდა, რომ შესაძლოა, ფეხმძიმეებში ვაქცინამ ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების დაბადება გამოიწვიოს და ორსულობა სწორედ ვერ განვითარდეს. ზოგიერთი ექსპერტი თვლიდა, რომ ეს გახდა საფუძველი მთელი იმ რწმენა-წარმოდგენებისა თითქოს Covid-ის საწინააღმდეგო ვაქცინებმა შეიძლება ზიანი ნაყოფიერებას მიაყენოს.
რეალურად, არსებობს მტკიცებულება, რომელიც სკეპტიკოსებს ამ თეორიის უარყოფაში დაეხმარება.
ამერიკაში, უნაყოფობით დაავადებული პაციენტების მკურნალმა ექიმმა რენდი მორისმა მის პაციენტებზე კვლევა დაიწყო, ისინი IVF მკურნალობის კურსს გადიოდნენ იმის გასარკვევად, ზემოქმედებს თუ არა ვაქცინაცა ორსულობის დადგომაზე.
დოქტორ მორისის კვლევაში მონაწილე 143 ადამიანიდან, ვაქცინირებული, არავაქცინირებული და ადრე ინფიცირებული ქალები ემბრიონის იმპლანტაციის წარმატებით განხორციელებას და ორსულობის ვადის გაგრძელებას ერთნაირად წარმატებით ახერხებენ.
პრობლემა ის არის, რომ მეცნიერების ნაწილი ხალხისთვის თავისი მოსაზრებების მიწოდებას ჩქარობს და მტკიცებულებების შეგროვებაზე სათანადოდ არ ზრუნავს…
როგორც დოქტორ მორისმა განმარტა: “შეთქმულების თეორიის დამახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ როგორც კი ამ ტიპის თეორიას უარვყობთ, აუცილებლად მიზნის მიღმა – კარის ძელებთან აღმოვჩნდებით”.