"გეგმიური და პლასტიკური ქირურგიის ოპერაცია/მანიპულაცია უნდა შეჩერდეს მინიმუმ, 2 თვით" - გიორგი ფხაკაძის ახალი ინიციატივა
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე გართულებული ეპიდსიტუაციის გამო, საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების ნაციონალიზაციის გამოცხადების ინიციატივით გამოდის.
"100%-ით ვეთანხმები ქალბატონ მინისტრს.
უნდა მოხდეს არსებული სამედიცინო დაწესებულებების რესურსების მობილიზება
ჯობს, დროებით (2 თვით) გამოცხადდეს სამედიცინო დაწესებულებების ნაციონალიზაცია საქართველოში, რათა ყველა არსებული სამედიცინო საწოლი და სამედიცინო პერსონალი იქნას მობილიზებული ამ ვერაგი ვირუსის წინააღმდეგ და ყველა გეგმიური და პლასტიკური ქირურგიის ოპერაცია/მანიპულაცია უნდა შეჩერდეს მინიმუმ 2 თვის ვადით!", - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.