აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) ორსულებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) ორსულებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
უწყების განმარტებოთ, ორსულ ქალებში მძიმე ავადმყოფობისა და კორონავირუსით გამოწვეული ორსულობის გართულებების, მათ შორის მუცლის მოშლისა და მკვდარი ნაყოფის შობის რისკი უფრო მაღალია.
მათი ინფორმაციით, აშშ - ს საავადმყოფოებში ვირუსით სერიოზულად დაავადებული არავაქცინირებული მომავალი დედების რაოდენობა შემაშფოთებლად გაიზარდა.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ორსულ ქალებში ვაქცინაციის მაჩვენებლები დაბალია - მხოლოდ 23%-ს აქვს მიღებული ვაქცინის, სულ მცირე, ერთი დოზა.
CDC-ის მოწოდება ასევე ეხება მეძუძურ დედებს და ქალებს, რომლებიც ორსულობას გეგმავენ.
ექსპერტები აცხადებენ, რომ ათიათასობით ორსული ქალის რეალური გამოცდილება აჩვენებს, რომ ვაქცინა მათთვის უსაფრთხოა და რომ შესაძლებელია, ორსულობისას აცრა ახალშობილისთვის გარკვეული დროით დაცვა იყოს.