თეგებით ძიება
11. 08. 2021 COVID - 19

"აფეთქება იქნება კიდევ უფრო დიდი...სიმართლე მწარეა" - რას პროგნოზირებს გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოში არსებული მძიმე ეპიდვითარების კიდევ უფრო გართულებას პროგნოზირებს.

"სიმართლე მწარეა.
ქალბატონ მინისტრს ვეთანხმები.
დიახ, აფეთქება იქნება კიდევ უფრო დიდი.
ერთი კორექტირება - სანამ არ შევაჩერებთ ყველა სათანადო ზომებით ამ ვერაგ ვირუსს, ის გააგრძელებს თავის ვერაგ საქმეს.
როდის იქნება “პიკი”?! არის 2 გზა:
ლოქდაუნის შემოღება - ჩაკეტვის შემოღებიდან პოკი იქნება 2 კვირაში!
საქართველოს ინოვაციური მიდგომა ანუ, ახლა რაც არის, მოსახლეობის 60% ინფიცირება + 20% აცრა =80% “საზოგადოებრივი იმუნიტეტი - ამ 80% ალბათ “მივაღწევთ” 4-5 კვირაში !
იქნებ ვიფიქროთ და ევროპული გზა ავირჩიოთ?!
პირბადე
დისტანცია
ვაქცინაცია
QR მწვანე კოდის დანერგვა (გადმოვიღოთ ფრანგული მეთოდი, არაფერი “ჩვენებური” არ გვინდა, რა)", - წერს ფხაკაძე ფეისბიქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა