თეგებით ძიება
12. 08. 2021 COVID - 19

"ჯერჯერობით გვაქვს აღმავალი ტალღა და ეს ჯერ კიდევ არ არის პიკი“ - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე თვლის, რომ აგვისტოს შუა რიცხვები გასულ ნოემბერზე უარესი იქნება, რომ შექმნილი ეპიდვითარების ფონზე “არჩევნები არის ყველაზე დიდი დანაშაული “, რომ ვაქცინაციის ეფექტი 2-3 თვეში იქნება და სკოლების გახსნაც შესაბამისად უნდა გადაიდოს.

ექსპერტი ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ მინისტრს ეთანხმება.

მინისტრმა თქვა, რომ დააკვირდებიან როგორი იქნება შემდეგ დღეებში ინფექციის გავრცელება და ამის შემდეგ ისაუბრებენ მტკიცებულებებით.

„ის საპროგნოზო მაჩვენებლები რაც დღეს ჩვენ გაგვაჩნია იმ ინსტრუმენტებით, რასაც ითვლიან როგგორც ქართველი ასევე საერთაშორისო ეპიდემიოლოგები, ჩვენ გვაქვს საკმაოდ რთული ვითარება. ჯერჯერობით გვაქვს აღმავალი ტალღა და ეს ჯერ კიდევ არ არის პიკი“.

„ქალბატონ მინისტრს ვეთანხმები.
დიახ, აფეთქება იქნება კიდევ უფრო დიდი. ერთი კორექტირება – სანამ არ შევაჩერებთ ყველა სათანადო ზომებით ამ ვერაგ ვირუსს, ის გააგრძელებს თავის ვერაგ საქმეს.

როდის იქნება “პიკი”?! არის 2 გზა:
ლოქდაუნის შემოღება – ჩაკეტვის შემოღებიდან პიკი იქნება 2 კვირაში!

საქართველოს ინოვაციური მიდგომა ანუ, ახლა რაც არის, მოსახლეობის 60% ინფიცირება + 20% აცრა =80% “საზოგადოებრივი იმუნიტეტი – ამ 80% ალბათ “მივაღწევთ” 4-5 კვირაში !

იქნებ ვიფიქროთ და ევროპული გზა ავირჩიოთ?!
პირბადე- დისტანცია – ვაქცინაცია
QR მწვანე კოდის დანერგვა (გადმოვიღოთ ფრანგული მეთოდი, არაფერი “ჩვენებური” არ გვინდა, რა)”, – წერს ფხაკაძე ფეისბუიქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა