ქუთაისში ორსულს კოვიდის გართულების გამო ნაყოფი დაეღუპა - მორიგი ტრაგედია!
31 წლის ორსულ ქალს კორონავირუსის გართულების გამო ნაყოფი დაეღუპა. შვიდი თვის ორსული ბათუმიდან კლინიკა „ბომონდში“ ორი დღის წინ შეიყვანეს.
ორსულს საკეისრო კვეთა ამ დრომდე ვერ უტარდება და ვერც თბილისში გადაჰყავთ.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტი მგზავრობას ვერ გაუძლებს. მათივე ინფორმაციით, შეიკრიბა კონსილიუმი და სავარაუდოდ, ნაყოფის დაბადება ბუნებრივი გზით მოხდება.