თეგებით ძიება
12. 08. 2021 COVID - 19

"ეპიდემიოლოგიური მონაცემები სრული კატასტროფაა" - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მონაცემების სრული კატასტროფაა.

„ახლა არის საჭირო აქტიურობა ვაქცინაციის მხრივ, ეს არის ყველაზე მთავარი, რადგან ოპტიმიზმის საფუძველი არის ვაქცინირებულთა რაოდენობა. ეპიდემიოლოგიური მონაცემები სრული კატასტროფაა, არანაირი ოპტიმიზმი ჩვენ არ გვაქვს, რომ ხვალ და ზეგ რაოდენობა შემცირდება, 596 თავისუფალი საწოლია დარჩენილი ქვეყანაში, ეს რესურსი ამოწურვადია.

სულ რამდენიმე დღის საკითხია, თუ რაღაც ქმედითი ღონისძიებები არ იქნა მიღებული, თავისუფალი საწოლები არ გვექნება, საველე ჰოსპიტლებზე დიახ უნდა იყოს საუბარი. ქვეყანას უნდა ჰქონდეს სარეზერვო გეგმა, რომელიც გაითვალისწინებს არსებულ სიტუაციას. თუ ასეთ კატასტროფულ რეჟიმში გავაგრძელებთ სვლას, უნდა ითვალისწინებდეს სად განთავსდება ეს ჰოსპიტლები.

აგვისტოს თვე იქნება ძალიან მძიმე, შეიძლება ითქვა ყველაზე მძიმე, თუ ჩვენ აგვისტოს როგორღაც მივაღწიეთ იმას რომ ბინაზე არ დავტოვებთ არც ერთ ავადმყოფს და მოვათავსებთ სტაციონარში, უნდა მივიჩნიოთ, რომ ეს იქნება ძალიან დიდი მიღწევა“ - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა