რა შეზღუდვები წესდება 14 აგვისტოდან? - სრული სია
გაუარესებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, მთავრობამ ახალი შეზღუდვები დააწესა.
გთავაზობთ სრულ სიას:
14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, რეგულაცია არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს;
მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს სახელმწიფო;
სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები;
იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა;
კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე;
საჯარო უწყებებს და კერძო დამსაქმებლებს ეძლევათ მითითება თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანონ.