13 აგვისტოდან ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში ახალი ვაქცინაციის სივრცე გაიხსნება
13 აგვისტოდან, თბილისში, ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში (სააკაძის მოედანი, კოსტავას 77) ახალი ვაქცინაციის სივრცე დაიწყებს ფუნქციონირებას.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაცია შესაძლებელია: ფაიზერით, სინოვაკით, სინოფარმით.
"ვაქცინის ჩასატარებლად წინასწარი რეგისტრაციის გავლა საჭირო არ არის.
ცენტრი იმუშავებს ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 20:00- მდე შესვენების გარეშე.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.