თეგებით ძიება
13. 08. 2021 COVID - 19

"საქალაქო ტრანსპორტი კი არ უნდა გააჩერო მხოლოდ იმდენი ადამიანი აუშვა დაახლოებით, რამდენიც სკამია და მკაცრად გააკონტროლო ნიღბები" - ზურაბ გურული

ამერიკაში მცხოვრები ექიმი, ზურაბ გურული, სოციალურ ქსელში მთავრობის მიერ საქალაქო ტრანსპორტის შეზღუდვას ეხმაურება.

“მთავრობავ,

საქალაქო ტრანსპორტი კი არ უნდა გააჩერო, მაქსიმალურად უნდა დაუმატო ავტობუსები და მხოლოდ იმდენი ადამიანი აუშვა დაახლოებით, რამდენიც სკამია და მკაცრად გააკონტროლო ნიღბები. მძღოლის კაბინასთან უნდა იდოს ყუთი ნიღბებით და ყველა უნიღბოს გადაეცეს.

ცოდოა ხალხი. რითი იარონ უბრალო მოქალაქეებმა?

იგივე უნდა მოხდეს მეტროშიც.

სრული გაჩერება გამოიწვევს წარმოუდგენელ საცობებს და ამ ხალხს გადაამისამართებთ კერძო მანქანების კიდევ უფრო მცირე სივრცეში,” - წერს ექიმი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა