თეგებით ძიება

"ჩემი ცხოვრების მთავარმა სიყვარულმა დამტოვა..." - ანდრია გველესიანი მისი ოჯახის ტრაგედიაზე

მომღერალი ანდრია გველესიანი სოციალურ ქსელში მისი ოჯახის ტრაგედიაზე წერს:

"ჩემი ბებო!
ჩემი დედა-მამა , როგორც მთელი ბავშვობა ვეძახდი...
ჩემი ცხოვრების მთავარმა სიყვარულმა დამტოვა დღეს..
წლები ლეიკემიას ებრძოდა , თან ისე რომ არ ამხელდა და ჩვენც სასტიკად გვიკრძალავდა ამ თემაზე საუბარს..
ბოლო ორი წელი ქიმიაზე იყო, თან რამოდენიმე
ოპერაცია გადაიტანა.. ყველამ იცის მისი სამაგალითო სიძლიერე ვინც ოდნავ მაინც იცნობდა..
სწორედ ამიტომ კიდევ არ მჯერა მისი გარდაცვალების.. დიანას ვერაფერი ვერ მოერეოდა ასე მეგონა..
დრო იყო მე მატარებდა ხელით და ბოლო დღეებში პირიქით მე მიწევდა მისი ხელით ტარება.. ასე გავცვალეთ თითქოს როლები მაგრამ
მის ამაგს ვერასდროს ვერაფრით ვერ გადავიხდი.
მე 10 კლასის ჩათვლით მის გვერდით ვიწექი და ერთი ჰაერით ვსუნთქავდით..
ერთხელ მთელი კლასის წინ თქვა მე და ანდრიას დღემდე ერთ ოთახში გვძინავს და ერთი ჰაერით ვსუნთქავთო.. ისე შემრცხვა , გავწითლდი და ცალყბად ვუთხარი ბებო უთხარი რომ "ეს გადატანითი მნიშვნელობითთქო"..
ძალიან მომენატრება შენთან ერთად სუნთქვა ჩემო სიცოცხლე, ჩემო გამზრდელო და ჩემო ადამიანის ეტალონო..
სულ მეუბნებოდა შენ გაამართლე ჩემი იმედებიო, ხოდა ბებო ჯერ სად ხარ დღეიდან ნახე როგორ იამაყო ჩემი თითოეული ნაბიჯით.
იმიტომ რომ ყველას შენ მოგიძღვნი!!
უბრალოდ მადლობა ყველაფრისთვის..
პანაშვიდები -
პარასკევი - შაბათი - ჯანაშიას ქ. #3ა
გასვენება - კვირას - 15:00 - ვერის ბაღიდან -
იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიიდან", - წერს გველესიანი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა