თეგებით ძიება

"ევროპელებს პირბადე ავარტყით სახეში...მატარებელს ნუ აკრძალავთ" - ვიკა ბუკია

ჟურნალისტი ვიკა ბუკია მატარებელში კოვიდრეგულაციების დაცვის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

"მატარებელში ვარ. შესაშური წესრიგია. ყველას პირბადე უკეთია. ყველა რაღაცეებს ისხამს ხელზე. გამცილებელი გვადგას თავზე და აბა ვინმემ გაბედოს პირბადე მოიხსნას. ხმამ გამოაცხადა 27 ენაზე, ვინც მოიხსნის პირბადეს გავარდებდა აქედან შემდეგივე გაჩერებაზეო. ერთი უცხოელი ტურისტი ზის და გამცილებელს დაუძახეს მგზავრებმა, პირბადე გაიკეთოსო. ვიდეო ქოლით ბავშვებს ელაპარაკებოდა და მაგ დროს მოიხსნა. ხედავთ სადამდე გავიზარდეთ? ევროპელებს პირბადე ავარტყით სახეში. შემდეგი გაჩერება კი არა, ლამის იქვე ჩამოვაგდეთ. არადა პირიქით არ უნდა იყოს? ისე რაღაც უცნაური ვითარებაა. კიდევ ერთი ბიჭი ზის, ფერადი, რაცხა ტატუებით და ამბებით, ყურსასმენებით. და ამ ყურსასმენიდან აშკარად მესმის ხმა ყვავილების ქვეყანაოოო. ყველაფერი უკუღმა ხდება. კიდევ კაი მე შემხვდა ისეთი ადგილი, რომ წაღმა მივდივარ.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ მატარებელს ნუ აკრძალავთ რა. აქ ისწავლეს ეს "ვირუსთან თანაცხოვრება" ნამდვილად.
სელფისაც ვერ გადაიღებს კაცი უპირბადოდ", - წერს ბუკია ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა