თეგებით ძიება

"ძალიან, ძალიან კარგი ამბავია..." - რას წერს გოგა ჩანადირი

ფოტოხელოვანი, გოგა ჩანადირი ქართველი ფეხბურთელის, გიორგი მამარდაშვილის წარმატების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

"ძალიან, ძალიან კარგი ამბავია ქართულ ფეხბურთში - 20 წლის მეკარეს გიორგი მამარდაშვილს ესპანეთის საფეხბურთო პირველობაზე, ლა ლიგაში დებიუტი ჰქონდა და თანაც, ძალიან წარმატებული.

ამ ზაფხულს ის თბილისის "ლოკომოტივიდან" "ვალენსიამი" იჯარით გადავიდა და "მილანთან" და სხვა მოსამზადებელ შეხვედრებში ისე დამაჯერებლად ითამაშა, რომ აგერ, ლა ლიგის პირველ ტურში "ხეტაფესთან" გამოიყვანეს
მიუხედავად იმისა, რომ "ვალენსიას" პირველივე წუთზე მოთამაშე გაუძევეს, გუნდმა მაინც მოიგო 1:0 და ამაში დიდი როლი სწორედ ჩვენმა მეკარემ შეასრულა. რამდენიმე საოცარი ბურთი აიღო.

გულშემატკივრები ადგნენ და გიორგის ტაში დაუკრეს. ფეზბურთელები მას ეხუტებიდნენ.

ჩვენებურმა ბოლო 5 შეხვედრაში კარი ოთხჯერ მშრალად შეინახა. საოცარი მაჩვენებელია. მწვრთვნელი ხოსე ბორდალასი მამარდაშვილს უკვე ენდობა და თუ ასეთ საიმედო თამაშს გააგრძლებს, "ვალენსიის" ძირითადი მეკარეც გახდება.

რაც მთავარია, ის იქნება საქართველოს საფეხბურთო ნაკრების უდიდესი იმედი.
მამარდაშვილი 2020 წელს საქართველოს საუკეთესო მეკარედ დაასახელეს. 21 წლის 29 სექტემბერს გახდება. ის მეოთხე ქართველია, რომელმაც ლა ლიგაში იასპარეზა (პირველი გიორგი დემეტრაძე იყო).

დაუჯერებელია, მაგრამ ნიჭით, შრომისმოყვარეიბით საქართველოდანაც შეიძლება მოთამაშეების გადასვლა ევროპის უძლიერეს გუნდებში.
წარმატებები გიორგი მამარდაშვილს", - წერს ჩანადირი ფეოსბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა