"ირაკლი აღარ მყავს" - კორონავირუსით ჟურნალისტი გარდაიცვალა
კოვიდინფექციით, "ახალი თაობის“ ყოფილი ჟურნალისტი, ირაკლი გოგორიშვილი გარდაიცვალა.
„ირაკლი აღარ მყავს, მისმა გულმა ვერ გაუძლო ამ ტანჯვას“ , – წერს ფეისბუქზე ჟურნალისტის მეუღლე, ეკა ჯავახია.
ჟურნალისტი კოვიდ 19-ით იყო ინფიცირებული. ის სახლში გადიოდა მკურნალობას თუმცა, როცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა კლინიკაში გადაიყვანეს. რამდენიმე დღის განმავლობაში ის აპარატზე იყო მიერთებული.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 5 579 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 50 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 1 867 პაციენტი.