"შეგვიძლია ავცრათ ორსულები ორსულობის ნებისმიერ ტრიმესტრში" - გინეკოლოგი
შეგვიძლია ავცრათ ორსულები ორსულობის ნებისმიერ ტრიმესტრში, - ამის შესახებ გაგუას კლინიკის გინეკოლოგი, პაატა მახარაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, "ფაიზერით" აცრა ორსულებისთვის დასაშვებია.
მედიკოსის განმარტებით, ვაქცინა დაავადებისგან არ იცავს, მაგრამ იცავს ფატალური შედეგისგან.
"მნიშვნელოვანი გარკვევა გვაქვს ორსულებთან დაკავშირებით. აქამდე თუ თავს ვიკავებდით ორსულთა ვაქცინაციისგან, დღეს უკვე დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ არსებობს კვლევები ჯერჯერობით მხოლოდ "ფაიზერთან" დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ მალე იქნება სხვა ვაქცინებთან დაკავშირებითაც. შეგვიძლია ავცრათ ორსულები ორსულობის ნებისმიერ ტრიმესტრში. ვაქცინაცია არ გვიცავს დაავადებისგან, მაგრამ დადასტურებულად გვიცავს სიკვდილისგან", - აცხადებს მახარაშვილი.