თეგებით ძიება
15. 08. 2021 COVID - 19

საქართველოში კორონავირუსს კიდევ 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 4 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 519 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 35 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო დღე-ღამეში, ქვეყანაში ჩატარდა 34 074 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 813, „პისიარ“ ტესტით – 14 261.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 12,66%, ბოლო 14 დღის – 10,38%, ბოლო 7 დღის – 11,03%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 481 578 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 421 532 გამოჯანმრთელდა, 6 371 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 791 863 ადამიანი, დღიურად აცრილია 23 010.

კარანტინის რეჟიმშია 72, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 841 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 3 459 პირი.

ცნობისთვის, 14 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 5 579 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 867 პაციენტი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა