თეგებით ძიება

"მისი დამუნათება კონცერტის გამო და ნიშნის მოგება არის ისეთი სამარცხვინო..." - თამარ ჩერგოლეიშვილი ლელა წურწუმიაზე

"ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქზე მომღერალ ლელა წურწუმიას კოვიდინფიცირებასა და საზოგადოებაში ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება:

"ლელა წურწუმიაზე
ლელა არის მომღერალი.
მე მომწონს, თუ არ მომწონს მისი სიმღერა, ის არის მომღერალი და სიმღერა არის მისი სამსახური.
კონცერტი არის ლელა წურწუმიას მუშაობა.
როცა კონცერტს ატარებს, ის კი არ ერთობა - მუშაობს, რომ ოჯახი არჩინოს.
კონცერტი, რაც მან ჩაატარა - ლეგალურად ჩაატარა.
მისი დამუნათება კონცერტის გამო და ნიშნის მოგება არის ისეთი სამარცხვინო, თქვენ მაგივრად მე მრცხვენია.
გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველა მშრომელ ადამიანს.
ფოკუსი გაასწორეთ - მთავრობის ჩავარდნას სხვებს ნუ აბრალებთ", - წერს ჩერგოლეიშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა