თეგებით ძიება
15. 08. 2021 COVID - 19

"შემოღებული შეზღუდვები მორიგი ფარსია, ქვეყანას სჭირდება ტოტალური "ლოკდაუნი" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მძიმე ეპიდვითარების გამო, საქართველოში ტოტალური "ლოკდაუნის" გამოცხადება არის საჭირო.

"მაპატიეთ, კარგი ამბები არ მაქვს. საქართველოში უფრო მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე გარედან ჩანს.
ახ
ლახან შემოღებული შეზღუდვები მორიგი ფარსია. ამაოდ მეგონა, საღი აზრი გაიმარჯვებდა, დღეს ჩატარებული მასობრივი ღონისძიებები ადასტურებს, რომ პანდემიის დროს არჩევნები არის ყველაზე დიდი დანაშაული. არჩევნები კლავს!

მე არ ვარ დემოკრატიის და არჩევნების არსის წინააღმდეგი, მაგრამ ახლა რაც საქართველოში ხდება, დანაშაულია და ეს არჩევნები არის გენოციდი საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ.

ბევრი პოლიტიკური პარტია აწყობილია საარჩევნო ციკლზე და მეტი არაფერი აინტერესებთ, საკუთარი მერკანტილური მიზნებით მოქმედებენ. არა აქვს მნიშვნელობა, ოპოზიცია იქნება თუ პოზიცია. პატარა საქართველოში 50 საარჩევნო სუბიექტია. რა საჭიროა?! ყველას პირველობა უნდა და ეს არის ის, რაც გვღუპავს.

დაახლოებით თვენახევრის უკან გაფრთხილდებდით, რომ აგვისტოს შუა რიცხვებში 50-ზე მეტი გარდაცვლილი და 5 000-ზე მეტი ინფიცირბული იქნებოდა, არავინ გაითვალისწინა - არც პოზიციამ, არც ოპოზიციამ, არც ექსპერტებმა, არც ბიზნესებმა, არც მოსახლეობამ. იმიტომ გეუბნებოდით, რომ მომზადებულიყავით.

ახლა შემოღებული ვითომ შეზღუდვები აბსურდია თეატრია. დღეს ტელევიზიებს ვუყურე, გადავირიე. წინასაარჩევნოდ აკეთებენ მასობრივ შეკრებებს, რაც არ შეიძლება მარტივი მიზეზის გამო, ვუხანურ ვირუსთან შედარებით დელტა შტამი 1260-ჯერ უფრო ძლიერია (ანტისხეულების თავლსაზრისით). ეს ნიშნავს, რომ ვუხანური ვირუსი გარშემო 1-2 ადამიანს თუ აინფიცირებდა, დელტა შტამი იმავე პერიმეტრზე - 6-7-ს.

მეტრო უნდა დაეკეტათ, როგორც ყველაზე დიდი გავრცელების წყარო. უნდა დაემატებინათ ბევრი ავტობუსი, რომ თითოეულში ცოტა ადმიანი ყოფილიყო. ეს იქნებოდა ეფექტური მმართველობა.

როცა ახლანდელმა პრემიერმა, ჯანდაცვის მინისტრმა და მინისტრის მოადგილემ ქვეყანაში ფაიზერი შემოიტანეს, შევაქე, რადგან კარგი საქმე გაკეთდა. შეზღუდვებიც რომ გამოაცხადეს, გამიხარდა, მაგრამ როგორი?! ეს შეზღუდვები არაეფექტურია.

სამწუხაროდ, ჩვენ მივედით ისეთ ციფრებამდე, რომ პრაქტიკულად ქვეყანას სჭირდება ტოტალური ლოკდაუნი. არ მიხარია, წინააღმდეგი ვიყავი ჩაკეტვის, რადგან წინა სამი ჩაკეტვით ვერაფერი ისწავლეს, მარტო ფულს შოულობდნენ ზოგიერთები პანდემიზე.

საქართველოში უკვე იმ ზღვარზე ვართ, რომ საავადმყოფოებში თავისუფალი საწოლები აღარაა", - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა