"კოვიდგადატანილებში სპერმის ხარისხი ქვეითდება... ყველა უნდა ავიცრათ, რომ ჩვენი ბავშვები გადავარჩინოთ" - გიორგი ფხაკაძე
"დელტა" ვირუსი ვერაგია. ადრე მამაკაცებზე ვთქვი, სანამ დაგემართათ კოვიდი, შთამომავლობაზე იზრუნეთ-თქო, გამლანძღეს, დამცინეს. დაახლოებით ერთი წლის წინ კვლევებმა აჩვენა, რომ კოვიდგადატანილებში სპერმის ხარისხი ქვეითდებოდა.
ამ ბოლო დროს წამოვიდა კვლევები, რომ არა მარტო სპერმის, არამედ ერექციის პრობლემებია, პრაქტიკულად იმპოტენციაზეა საუბარი. თუ გსურთ, მსგავს პრობლემებს აცდეთ, აიცერით „ფაიზერით“ და იარეთ პირბადით.
5-10-12 წლის ბიჭს თუ დაემართა კოვიდი, ეს ნიშნავს, რომ მას შესაძლებელია, რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით მომავალში პრობლემა შეექმნას, ამიტომ მოგიწოდებთ, ყველა უნდა ავიცრათ გარშემო, რომ ჩვენი ბავშვები გადავარჩინოთ!
ვინ არის შედეგებზე პასუხისმგებელი?! ანტივაქსერების სექტა, რომლებიც უარს აცხადებენ აცრაზე და პირბადეზე საკუთარი უფლებების მოშველიებით. თქვენს უფლებებზე რომ ლაპარაკობთ, იმ პატარა ბიჭის უფლებებს ვინ იცავს?!
აბსოლუტურად ვეთანხმები საფრანგეთის გადაწყვეტილებას, სადაც მატარებელშიც კი ვერ ჩაჯდები, თუ არ ხარ ვაქცინირებული. ძალიან ვნანობ, რომ საქართველოში არ არის ისეთი მთავრობა, რომელიც იტყვის სათქმელს და გასაკეთებელს გააკეთებს! ხალხზე არავინ ფიქრობს! ეს ეხება პოზიციასაც და ოპოზიციასაც!", - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.