თეგებით ძიება

"დაავდებათა კონტროლის ცენტრის მესვეურები დასაჭერები ხართ... ეს „შაიკა“ არის საქართველოს გენოციდში მონაწილე" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანნდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოში არსებულ მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, პასუხისმგედბლობას დაავდებათა კონტროლის ცენტრის მესვეურებს აკისრებს.

"პირდაპირ ვამბობ - დაავდებათა კონტროლის ცენტრის მესვეურები გასათავისუფლებლები კი არა, უკვე დასაჭერები ხართ. თქვენს სინდისზეა ამ 100 ადამიანის გარდაცვალება და უკვე იურუდიული პასუხისმგებლობა უნდა დადგეს! დამთავრდა ის დრო, რომ გეუბნებოდით, თქვენს ასაკს, განათლებას პატივს ვცემ და ა.შ. გამოდიხართ და ჭკუას გვასწავლით, რეკომენდაციას გაძლევთო. სად იყავით 1-2-3 ივლისს?! არ იცოდით, რომ ყველა ინდიკატორი აჩვენებდა, სიტუაცია გაქცეულია?! რატომ არ დაწექით პრემიერის მაგიდაზე, არ თქვი,თ არ ავდგები, სანამ შესაბამის ზომებს არ მიიღებთ-თქო?! აჰა, ფულშია საქმე?!

მაპატიეთ, მაგრამ ეს არის რეალობა. ეს „შაიკა“ არიან საქართველოს გენოციდში მონაწილეები. მე ვიცი, რომ ახლა რასაც ვლაპარაკობ, ამით ბევრი ხიდი დავწვი, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვა. გასაკეთებელს არ აკეთებენ.

ახლა მე ვიტყვი იმას, რაზეც არავინ საუბრობს - ვირუსის ძლიერი აფეთქება მოდის. პიკამდე არ მივსულვართ. დელტა ვირუსი სანამ მოსახლეობის 90% არ დააინფიცირებს, არ გაჩერდება. მხოლოდ 2 გზაა - ან უნდა იყოთ ვაქცინირებული და იაროთ პირბადით, რომ არ გადაგედოთ, ან გადაიტანთ ვირუსს. სანამ მოსახლეობის 90% არ ექნება პოპულაციური იმუნიტეტი, პიკი არ იქნება. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს ინფიცირებულთა რაოდენობა კლებას, სიკვდილიანობა კიდევ 2 კვირა იმავე დონეზე იქნება, შემდეგ კლებას დაიწყებს.

ჩვენ ახლა გეომეტრიული პროგრესიით მივდივართ ზევით, ეს შეზღუდვები ზღაპარია. რეალურად შეზღუდვა უნდა ყოფილიყო უმკაცრესი, უნდა აკრძალულიყო ყველანაირი შეკრებები. გუშინ არ თქვით, არანაირ შეკრებებს არ გავაკეთებთო?! დღეს კი რა ოლიმპიური შეხვედრები გააკეთეთ?! რა მერების წარდგენა! კარგით რა!

ყველანაირი ლოგიკით სექტემბრის 1-2 კვირაში კატასტროფული მდგომარეობა იქნება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევამციროთ ტალღა. ფხაკაძის პირბადე ყველგან და ყოველთვის 2 წლის ასაკიდან, ვაქცინაცია ფაიზერით. განსაკუთრებით მეძუძური დედები და ორსული ქალები, ორსულობის ნებისმიერ ვადაზე. მამაკაცებსაც მივმართავ, თუ შთამომავლობა სურთ, დროზე გაიკეთონ ფაიზერი", - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა