თეგებით ძიება
15. 08. 2021 COVID - 19

დაწესდება თუ არა ახალი შეზღუდვები? - რას აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი

მიგვაჩნია, რომ ის არსებული შეზღუდვები, რომელიც დღეს მიღებულია საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, არის შესაბამისი იმ ეპიდვითარებასთან მიმართებაში, რომელიც საქართველოში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს.

მისი განმარტებით, სპეციალისტები დააკვირდებიან სიტუაციას და შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას დამატებითი შეზღუდვების შესახებ რეკომენდაციების გაცემის საკითხზე.

"მიგვაჩნია, რომ ის არსებული შეზღუდვები, რომელიც დღეს მიღებულია საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, არის შესაბამისი იმ ეპიდვითარებასთან მიმართებაში, რომელიც საქართველოშია. ჩვენ ეპიდსიტუაციის განვითარებას დაველოდებით და მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ, დაკვირვების საფუძველზე მივაწვდით იმ რეკომენდაციას, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ეპიდსიტუაციის გაუმჯობესებისთვის,"- აცხადებს ტიკარაძე.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 4 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 519 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 35 პაციენტი გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა