ლელა წურწუმიას პირველი კომენტარი კლინიკიდან - VIDEO
მომღერალმა ლელა წურწუმიამ საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ კლინიკიდან პირველი კომენტარი გააკეთა. როგორ ის ამბობს, ვაქცინის ორი დოზა დაეხმარა და მკურნალობას მაარტივად დაექვემდებარა.
„პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ვიმყოფები, ნორმალურად ვარ. საკმაოდ მძიმედ შემოვედი, ძალიან გამიჭირდა სუნთქვა. ყელი შიგნიდან და გარედან გასივდა. მთელი დღე ვებრძოლე და ბოლოს მივხვდი, რომ კლინიკაში უნდა მოვსულიყავი. ვფიქრობ, ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღე.
ორჯერ ვარ აცრილი და ამან ძალიან გააადვილა ის, რომ ადვილად დავექმევდებარე მკურნალობას და ფაქტობრივად, ნახევარ დღეში ფეხზე დამაყენეს ამ საოცარმა ადამიანებმა“, – ამბობს მომღერალი.