"რა უნდა ქნას საქართველომ?" - გიორგი ფხაკაძე მოსახლეობასა და ხელისუფლებას მიმართავს
საზოგადოებრივი ჯანდცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით რეკომენდაციებით გამოდის და ასახელებს მიდგომებს, თუ რა უნდა განხორციელდეს საქართველოში:
"ისრაელში სიტუაცია, სამწუხაროდ, დრამატულად შეიცვალა
მიზეზები, თუ რატომ ახლა და რატომ ასეთი დიდი აფეთქება:
პირბადეების ნაადრევად მოხსნა ვერ გათვალეს და არჩევნებმაც იმოქმედა
ხალხმრავლობები ნაადრევად დაუშვეს, იქაც არჩევნების ბრალი იყო
უკვე ვიცით, რომ ფაიზერის 2 დოზა 6 თვე გვიცავს და, სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში ის კარგავს ძალას და მე-2 დოზიდან 6 თვის თავზე მე-3 ფაიზერის ე. წ. "ბუსტერი” დოზა არის საჭირო.
ისრაელში ახლანდელი კოვიდაფეთქება ძირითადად არის არავაქცინირებულ ადამიანებში.
რას აკეთებს ისრაელის მთავრობა:
პირბადეები არის სავალდებული ყველგან
თავშეყრის ადგილების შეზღუდვა და დისტანციის რეგულაციის გაძლიერება
ფაიზერის-მე 3 დოზით, “ბუსტერით” უკვე 1 მილიონი ადამიანი აიცრა და ეს ეხება 50 წელს გადაცილებულ პირებს
ფაიზერის ვაქცინა 12 წლის ასაკიდან არის ისრაელში დაშვებული
500 ბავშვი 5 დან 11 წლის ასაკამდე უკვე აიცრა ისრაელში, ძირითადად, ვისაც აქვთ მძიმე ქრონიკული დაავადებები
რა უნდა ქნას საქართველომ:
სირაქლემას პიზიციიდან გამოვიდეს … თავი ამოყავით სილიდან!
პრაგმატულად შევხედოთ, თუ რა რესურსები გვაქვს და ამ რესურსების სრული მობილიზაცია უნდა მოხდეს!
ვისწავლოთ ისრაელისგან:
ეს ხელუსუფლებას:
სამედიცინო პირბადე 2 წლის ასაკიდან ყველგან, 100%-იანჯ პირბადის გარემო!
აიკრძალოს ყველა, აბსოლუტურად ყველა ხალხმრავალი ღონისძიებები!
მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ვაქცინაცია და ახლა და არა 6 თვის თავზე ვიზრუნით “ბუსტერზე”, რომ აცრილებში არ მივიღოთ ვირუსის აფეთქება. ისიც უნდა აუხსნათ მოსახლეობას, რომ ზოგიერთ ადამიანს მე-3 დოზაც არ დაიცავს და ამიტომ უნდა გავაგრძელოთ პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა.
კლასტერების კონტროლი გააგრძელეთ, ასე ხელის ჩაქნევა არ შეიძლება, გამოიყენეთ თანამედროვე ტექნოლოგიდბი (ბებო მაროს პასტა/ ფურცელი სირცხვილია დღეს)
”კოვიდ საშვები” დანერგეთ, რაც შეიძლება, მალე. აიღეთ საფრანგეთის/ ევროპული მაგალითი.
ეს მოსახლეობას:
გვახსოვდეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის თქვენი და თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების სიცოცხლე
გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე. ეს გჭირდებათ თქვენ და არა ჩვენს მთავრობას
დარჩით სახლში, თუ შეგიძლიათ. თუ არ ან ვერ რჩებით სახლში, მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და მაქსიმალურად ეცადეთ, დაიცვათ 2-მეტრიანი დისტანცია ყველგან და ყოველთვის
ყველანი აიცერით ფაიზერის ვაქცინით, რას ელოდებით?! ფაიზერი არ დაგიცავთ 100%-ით ინფიცირებისგან, მაგრამ საკმაოდ მაღალი დაცვის მექანიზმი აქვს - 60%-დან 94%-მდე, გააჩნია ასაკს და ჯანმრთელობის მდგომარეობას. ისიც გახსოვდეთ, რომ ფაიზერის მე-3 დოზაც 100%-ით არ დაგიცავთ და გააგრძელეთ სამედიცინო პირბადის გამოყენება და დაიცავით დისტანცია.
გაანიავეთ შენობები/ოთახები ხშირად და სადაც არის ხალხმრავლობა, კონდიციონერები არ გამოიყენოთ. მანქანებში კონდიცირება არ გამოიყენოთ, თუ თქვენი ოჯახის წევრი არ არის მანქანაში.
დაუჯერეთ საღ აზრს…
ჯანმრთელობას გისურვებთ", - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.