თეგებით ძიება

"მე ასე აღარ მინდა" - რატომ აუქმებს ხატია სიჭინავა ფეისბუქს

ყოფილი ტელეწამყვანი, ხატია სიჭინავა ფეისბუქს აუქმებს. გადაწყვეტილების მიზეზს სიჭინავა სოციალურ ქსელში განმარტავს:

"ჩვენს ცხოვრებაში , თუ კარგად დავაკვირდებით, ძირითადად ჩვენ თვითონ ვიქმნით პრობლემებს ...
მაგალითად, ვწუწუნებთ რა ხდება ქვეყანაში, როცა ჩვენს თავს იმ წუთას არაფერიც არ ხდება.. ანუ ენერგიას არასწორ მიმართულებას ვაძლევთ. გვეშინია რა მოხდება ხვალ, როცა 5 წუთის მერე რა მოხდება არ ვიცით და ვერც შევცვლით, რომც ვიცოდეთ. ვიკვებებით სხვისი მოწოდებული ნეგატივით, როცა ნაჩუქარი დრო საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ და მოვუფრთხილდეთ თითოეულ წუთს. და ამ არაფრისმომცემ ალიაქოთში გარბის დრო. შეიძლება მართლა ვუახლოვდებით ძალიან ცუდს, შეიძლება ხვალ ჩვენც გავხდეთ ავად, მაგრამ ჩვენ ეს უკვე დღეს გვაქვს არჩეული. დღესვე მზად ვართ ყველაფერ ცუდისთვის.
მე ასე აღარ მინდა
ამიტომ გავაუქმე ფბ. სადაც უაზროდ ვხარჯავდი ენერგიას ვიღაც არაფრისმომცემ , ჩემთვის არარაობა ხალხის ჭიხვინზე.
ფიქრობ მარხვა სრულ სიმშვიდეში და ჰარმონიაში უნდა გავატარო საკუთარ თავთან .
აქ ძირითადად პოზიტიური ხალხი მყავს გამოწერილი და ვიზუალიზაციით დავქრივარ მსოფლიოს გარშემო.
ყოველთვის უნდა მოუსმინო საკუთარ თავს, რა გსიამოვნებს და ვინ გსიამოვნეს. დანარჩენი უნდა მიხვდე, რომ ნაგავია და გადაყარო.
ყველას მშვიდობიან ღამეს და ცხოვრების გაგრძელებას გისურვებთ.
ხვალ ახალი დღეა და ეცადეთ ის საკუთარ თავს დაუთმოთ", - წერს სიჭინავა ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა