დღეიდან პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება
პირბადის ტარება შიდა და გარე სივრცეში სავალდებულო ხდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„პირბადის გამოყენება, ისევე, როგორც შიდა, ისე გარე სივრცეებშიც სავალდებულო ხდება. ჩვენ თვეების მანძილზე სულ ვამბობდით, რამდენად ეფექტური არის პირბადე. დღევანდელი ეპიდვითარების გათვალისწინებით, ეს იქნება ერთ-ერთი ეფექტური საშუალება, რომ მოვახდინოთ მეოთხე ტალღის ეფექტურად დაძლევა“,- განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის ყველაზე მეტი, 6 208 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დადბითობის დღიური მაჩვენებელი კი 12.97%-ია.